LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია – „შაჰედები“ ჩვენს ცაში, ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი „სააღდგომო ზავზე“

161
ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. „სააღდგომო ზავის“ გამოცხადებას და ამის შემდეგ კიევზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.

„რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას ადამიანების სიცოცხლით ითამაშოს – ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია. 17:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.

უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა. „შაჰედები“ ჩვენს ცაში – ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი“, – წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g