ნინო კვარაცხელიას და ემზარ ჯღარკავას სიყვარულის ისტორიამ საზოგადოება აღაფრთოვანა.
სოხუმში, 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა, ემზარმა და ნინომ ერთმანეთი ვირტუალურ სივრცეში, „ფეისბუკის“ საშუალებით იპოვა.
შეიძლება ითქვას, რომ მათმა ისტორიამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
ნინო კვარაცხელიას და ემზარ ჯღარკავას უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ.
ამჯერად, ნინო სოციალურ ქსელში ბავშვობისდროინდელ ისტორიას იხსენებს და წერს:
„სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, ყველა საგანს ერთნაირად ვსწავლობდი, მაგრამ რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რა გიყვარსო, სხაპასხუპით გიპასუხებდით: ფიზკულტურა, შრომა და სიმღერათქო, ოღონდ გაკვეთილზე არ ვმჯდარიყავი და ყველა სპორტულ ტურნირში ვიღებდი მონაწილეობას. ერთხელ კინაღამ სამაგალითოდ დავისაჯე, მაგრამ ჩემი ბედი ხომ ვიცი, მაინც გადავრჩი გეოგრაფიის გაკვეთილია, ტვინის ბურღი თემაა – წყლები და ოკეანეები. კაბინეტის კარი გაიღო, შემოვიდა ფიზკულტურის მასწავლებელი ნოდარი ბაკურაძე – ბუთქუნა და საყვარელი ,,კიტრებოო”- ასე იცოდა მომართვა, რომელმა იცით ჭადრაკის თამაშიო – იკითხა, ნუ ,,მეთქი” პირველი წამოვხტი არა და ჭადრაკის ინჩი-ბინჩი არ გამეგება. მივედით სოხუმის პიონერთა სასახლეში, ცივ ოფლს მასხამს, ვიფიქრე თავს მოვიმკვდარუნებ მაგიდასთან, სხვა გზას ვერ ვხედავ მაგრამ ჰოი საოცრებავ, გაიმარჯვა აკაკი წერეთლის სახელობის მე-6 საშუალო სკოლამ. მათ შორის მეც, როგორ?!
ჩემი მოწინააღმდეგე არ გამოცხადდა, გამარჯვებად ჩამეთვალა და თანაც ფინალი ყოფილა ვოტ. შემდეგი ტურნირი სირბილში იყო სოხუმის სტადიონზე, ეგ არც უკითხავს ნოდარი მასწ-ს ისე წამიყვანა, მე თვითონ მიკვირდა ისე სწრაფად დავრბოდი წინა საღამოს ჯღარკავა მირეკავს, ხვალ გაკვეთილების მერე სპარტაკთან დაგხვდები, გავისეირნოთო….ავუხსენი არ მცალია, სკოლებს შორის ჩემპიონატია და უნდა ვირბინოთქო გაეცინა და რაღაც ,,კვარჩხული” მითხრა… დამემშვიდობა, სხვა დროს იყოსო გათენდა მეორე დღეც….,,ნა სტარტ, ვნიმანიე, მარშ” და გავვარდი შურდულივით…სტადიონს წრე უნდა დავარტყა….შუა გზაზე ტემპი დავაგდე….ნუ რომ არ დავღლილიყავი ფინალამდე მე -11 სკოლელმა, სახელს არ დავწერ და გვარს ჩამიქროლა და მედიდურად გადმომხედა, აი ისე, შუქნიშანთან გაჩერებულებს, ნავაროჩენი ჯიპს მომხტარი ფრინტა რომ გადმოგხედავს ფიატში მჯდარ საწყალ მოკვდავს, თვალი გავაყოლე ამ გოგოს, თან გავიფიქრე-მაცა მე შენ გიჩვენებ სეირსთქო და რას ვხედავ….დასკუპებულა ჩემი ჯღარკავა ტრიბუნაზე მიქნევს ხელს, მბალელშიკობს და მამხნევებს, დიდუუ, არ ველოდი, სიურპრიზი მომიწყო, მოვუმატე ტემპს ხო უნდა მოვაწონო თავი რა გოგო ვარ სირბილშიც, გავრბივარ, მაგრამ რას გავრბივარ ჩამოვიტოვე უკან ყველა, თანაც ჯღარკავასკენ ვიყურები იცი როგორი სახით?! ხო მაგარი, ვარ აი რა მაგარი ვარ, უხ როგორ მივრბივართქო და ამ პრანჭაობაში წამოვედე რაღაც ჯანდაბას …..
მოვადინე ზღართანი წამოხტა ჯღარკავა და რა მახსოვს იცით, თვალებზე აიფარა ხელები და მერე სწრაფი ტემპით გამოიქცა ჩემსკენ, ბაკურაძეც მოგვანგვალებს ,,შე მართლა კიტრო, ხო ცოცხალი ხარო” მე კიდე სიცილი ამიტყდა აბა ხო არ ვიტირებდი, ვითომ არ შევიმჩნიე, გადატყავებული მუხლით, კოჭლობით მივლასლასდი სკამამდე….ჩემი ბიჭი ისეთი თვალებით მიყურებდა და ისე მეფერებოდა, ყველანაირი ტკივილი გაყუჩდ. ამერე ტაქსი მოიყვანა და სახლამდე მიმაცილა. ახლაც ზუსტად ისეთ დროს დაბრუნდა ჯღარკავა, როცა ძალიან მწარედ დამანარცხა ცხოვრებამ მიწაზე….მოვიდა, ფეხზე წამომაყენა, გამამხნევა და ცხოვრებისკენ შემომაბრუნა. ახლაც ზუსტად ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებს, როგორც მაშინ სოხუმის სტადიონზე. ერთ პოსტში დავწერე კიდევაც, არასოდეს დაგივიწყებს შენი რიჟა გოგო ამასთქო…ახლაც იგივეს გიმეორებ, სულ გავიმეორებ, მთელი დარჩენილი ცხოვრება და კიდევ იცი რა ჩემო სიყვარულო?! სოხუმში რომ ვაპირებთ ჩასვლას, სტადიონზეც გადავიღოთ ფოტო …აუცილებლად,“ – წერს ნინო კვარაცხელია.
ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა