პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყიბულელი მეშახტეებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ტურიზმის განვითარება წარმოადგენს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტყიბულში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
“მე ახლახანს შევხვდი მეშახტეებს. მინდა, საჯაროდ გადავუხადო მათ მადლობა, სოლიდარობა და მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მე მათ ვუთხარი, გადავუწყვიტეთ ადგილზე საკითხებს და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება.
ცხრაჯვარის პროექტი, აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით აუცილებლად და აუცილებლად გავაკეთებთ ტურისტული მიზიდულობის ახალ ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს. მეტმა ნახოს, როგორც ადგილობრივმა ასევე, უცხოელმა ტურისტებმა”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.