LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

412

ახმეტას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია უტარდება.

პროექტის ფარგლებში, არსებულ რეზერვუარს, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. აშენდება ახალი საქლორატორო სადგური.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამორტიზირებული ქსელის გამო ახმეტის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, 7000-მდე ადგილობრივ მაცხოვრებელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

სამშენებლო სამუშაოებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროკავშირმა 8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

magti 5g