ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ცოლის გაზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულმა, ქალთან ერთად, მისი ნათესავი 15 წლის მოზარდიც დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ- ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებდ ამოიღო.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ის ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.