ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოსახლეობამ თელავი-ახმეტის საავტომობილო გზა გადაკეტა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, სტიქიამ ყურძნის მოსავალი თითქმის სრულად გაუნადგურა. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ, გადარჩენილი ყურძენი ჩაიბაროს.
კახეთის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყნებულ ზარალს ითვლიან.
სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის რადენიმე სოფელში თითქმის სრულად არის განადგურებული ყურძნის მოსავალი. კერძოდ, საუბარია სოფლებზე ქისტაური, ახშანი და მატანი.
კახეთის გუბერნატორის თქმით, სტიქიას თავად მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია, თუმცა ძლიერი სეტყვამ რამდენიმე სახლის პირველი სართული დააზიანა.
რაც შეეხება თელავში არსებულ ვითარებას, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა უკვე დაწყებულია. თელავში გზის გასაწმენდად დილიდან მობილიზებულია ტექნიკა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საღამომდე დასრულდება.
სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი. ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.