LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი… მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!“ – ნიკა გვარამია

264
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გააჩერა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ „ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი“.

„ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები – გადაცემები, ვერ გავა ეთერში“ – „მთავარი არხის“ განცხადება

„ზაზა ოქუაშვილმა მოკლა „მთავარი არხი“… თანამშრომლებს არ აქვთ ფული, რომ არხზე იარონ, ვერც დენის ფულს ვრიცხავთ და ვერც ინტერნეტის“ – ეკა კვესიტაძე

„გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია – მიუხედავად იმისა, რომ არხს ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს:

კომუნალურს, ინტერნეტის, ტექმომსახურების, ტრანსპორტირების, სატელიტის, ანძის, რეიტინგის, შესყიდვების, ყველა დანარჩენს. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ითიშება. არხს არ აყიდინებენ რეკლამას. აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ.

მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!“, – წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g