LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალ პაჩინო აცხადებს, რომ ერთი წლის ვაჟი მასთან ერთად არ ცხოვრობს, თუმცა ის მას ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტება

167
page

ნურ ალფალაჰის ღალატისა და მასთან განშორების შემდეგ, ლეგენდარული მსახიობი, ალ პაჩინო მათ საერთო ვაჟზე, ერთი წლის რომანზე ალაპარაკდა. როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, ცხოვრობს თუ არა მისი ვაჟი მასთან, მან უპასუხა, რომ ისინი ერთად არ ცხოვრობენ, თუმცა ერთმანეთს ტელეფონის საშუალებით ეკონტაქტებიან.

„ჩემი შვილი ტელეფონის საშუალებით მეკონტაქტება. ძალიან მინდა, რომ მის გვერდით დიდხანს ვიყო ჯანმრთელი და მის გაზრდას მოვესწრო. წიგნზეც სწორედ ამიტომ ვმუშაობ, მსურს ჩემმა ვაჟმა ჩემი ცხოვრებისეული გზის შესახებ ყველაფერი იცოდეს“,– აცხადებს 84 წლის პაჩინო.

ცნობისთვის, ალ პაჩინოსა და 30 წლის პროდიუსერს, ნურ ალფალაჰს რომანი ბუნებრივი გზით შეეძინათ. გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. არის თუ არა დაშორების მიზეზი ალფალაჰის რომანი ბილ მართან, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება პაჩინოს მემუარებს, წიგნზე, Sonny Boy მუშაობას ოსკაროსანი მსახიობი სულ მალე დაასრულებს.

„დიდი ღალატის“ შემდეგ – 84 წლის ალ პაჩინოსა და 30 წლის ნურ ალფალაჰის პირველი გამოჩენა

84 წლის ალ პაჩინო 30 წლის ნურ ალფალაჰს ბილ მართან გადაღებული ფოტოების გავრცელების შემდეგ დაშორდა – განცხადებას People ავრცელებს

ალ პაჩინოს 30 წლის შეყვარებული, 68 წლის ბილი მართან ერთად გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები