LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალ პაჩინოს ასაკში გემოვნებამ უმტყუნა” – მსახიობს შეყვარებული დაუწუნეს (ფოტო)

412

78 წლის ალ პაჩინოს ახალი რჩეული ჰყავს. მსახიობი 39 წლის მსახიობს მეიტალ დუჰანს ხვდება, რომელიც ერთი თვის წინ ლოს-ანჯელესში გაიცნო. მსახიობებმა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დაიწყეს, თუმცა, პაპარაცებმა წყვილის ერთად გადაღება ჰოლივუდში მაინც მოახერხეს.

მეიტალ დუჰანი, რომელიც ცნობილია თავისი ექსცენტრიული როლებით, ცხოვრებაშიც არაორდინალური სტილით გამოირჩევა. ის ყვითელი ფერის ქვედაბოლოში, ჭრელ მაისურსა და ფეხსაცმელებში იყო გამოწყობილი. წყვილი ჰოლივუდის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ ალ პაჩინო მსახიობ ლუსილა სალას დაშორდა. წყვილმა ერთად ხუთი წელი გაატარა და დაშორების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ამჯერად ალ პაჩინო ქუენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას. ცნობილია, რომ სწორედ გადაღებების დროს გაიცნო ალ პაჩინომ მეიტალ დუჰანი. მსახობის ახალ რჩეულს ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრები წერენ, რომ “მსახიობს ასაკში გემოვნებამ უმტყუნა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები