LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა – მომღერალი პეტერბურგის სადგურში გადაიღეს

616
ალა-პუგაჩოვა

ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. ამის შესახებ დღეს ყველა რუსული გამოცემა წერს. მომღერალი პეტერბურგის რკინიგზის სადგურში გადაიღეს, ის მეუღლისა და შვილების გარეშე იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ რუსული მედია წერდა, რომ პუგაჩოვას სახლში, რუსეთში რემონტი მიმდინარეობდა, რამაც გააღრმავა ეჭვები მუსიკოსის სამშობლოში დაბრუნებაზე. არადა ის ამტკიცებდა, რომ არსებული რეჟიმის პირობებში, ის რუსეთში ჩასვლას არ აპირებდა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ალა მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ხნით დაბრუნდა მუსიკოს რუსეთში.

მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისრაელში რჩებოდნენ, კვიპროსში, პენტჰაუსში გადასახლდნენ

„მე და ალა ისრაელში ვრჩებით, ჩვენ არ დავტოვებთ ქვეყანას ამ მძიმე მომენტში“ – მაქსიმ გალკინი

„რას ნიშნავს ალაჩკა რუსეთში დავაბრუნო, ტანსაცმლის კარადაა? “ – მაქსიმ გალკინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები