ცნობილი რუსი მომღერალი სლავა დობრინინი გუშინ, 25 იანვარს 70 წლის გახდა. კომპოზიტორმა და ჯგუფ ”დოქტორ შლაგერი”-ს დამაარსებელმა იუბილე მეგობრების წრეში აღნიშნა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სლავა დობრინინი და ალა პუგაჩოვა დიდი ხნის მეგობრები არიან. რუსული შოუბიზნესის დედოფალმა, ძველ მეგობარს განსაკუთრებულად მიულოცა 70 წლის იუბილე. ალამ მეგობრის მისალოცად რეტრო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: ”ღმერთო! როგორი ახალგაზრდები ვიყავით! დაბადების დღეს გილოცავ სლავა დობრინინ!”
მუსიკალური კარიერის განმავლობაში სლავას დაახლოებით 5 ათასი სიღერა აქვს შექმნილი, რომელთა უმეტესობაც მალევე გაჰიტდა. მომღერალსა და კომპოზიტორს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. 1996 წელს კი მას სახალხო არტისტის ტიტულიც მიენიჭა.