პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციაზე ლედი გაგა ბრწყინავდა „სკიაპარელის“ ულამაზეს შავ-წითელ კაბაში. ეს კაბა წელს ინაუგურაციის გამორჩეულ სამოსს შორის მოხვდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია.
ამჯერად კი გაგას კაბის კრიტიკოსებიც გამოჩნდნენ და ეს რუსი დიზაინერი, ალიშერია. ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ 2019 წელს ალა პუგაჩოვას კონცერტისთვის ანალოგიური კაბა შექმნა.
მან სოციალურ ქსელში პუგაჩოვასა და გაგას კაბის ფოტოები გამოაქვეყნა და ფანებს შეფასება სთხოვა.
„მე და ალა ბოროსოვნა პირველები ვიყავით“, – წერს დიზაინერი სოციალურ ქსელში. მის ამ პოტს მალევე რუსი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და დაწერეს, რომ ალა ყველაფერში პირველია.
ცხადია, სულაც არ ღელავს ამ ამბავზე ლედი გაგა, რომლის გამოსვლამ და კაბამ ინაუგურაციაზე ფურორი მოახდინა და ვიდეოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.