LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალან გაგლოევი: იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ჯერი დადგება

196
ალან გაგლოევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი იმედოვნებს, რომ ე.წ. „რესპუბლიკა“ მალე რუსეთის შემადგენლობაში შევა.

გაგლოევი მოხარულია, რომ რუსეთთან გაერთიანების თაობაზე „ხალხის სურვილი გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას დაემთხვა“.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას.

მოხარული ვართ, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი დადგება“, – განაცხადა ე.წ პრეზიდენტმა.

გაგლოევის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთის მთავარი მოკავშირე არის და იქნება რუსეთი.

ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა და დროებით ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიჟა

როგორც მანვე აღნიშნა, ე.წ. „რესპუბლიკამ“ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები დაამყარა, რომელიც „ყველა პრობლემას გააზრებულად ეკიდება და მზადაა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში საჭირო დახმარება გაუწიოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g