პროკურატურის პირველი პირი სიცრუის ტირაჟირებას ეწევა, ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
„წელიწადნახევრის წინ, როცა ეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი დააკავეს და მაშინ რა განცხადებებიც გააკეთა პროკურატურამ და ბიძინა ივანიშვილმა, ერთი ერთში უსაფუძვლო ბრალდების გაგრძელებაა გუშინდელი განცხადებები. ეს არის უკვე სიცრუის ტირაჟირება, რასაც პროკურატურის პირველი პირი ეწევა. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ბრალი არ იქნა დადასტურებული. საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ხედავს და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში იქნება შეფასებები ამ საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურამ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაციას უდიდესი ზარალი მიაყენა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სიცრუის ტირაჟირება“, – განაცხადა ალასანიამ.
