ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები სასამართლო პროცესის დაჩქარებას ითხოვენ.
სააკაშვილის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს კლინიკა „ვივა მედთან“ კიდევ ერთხელ ისაუბრა სააკაშვილის დედამ – გიული ალასანიამ და აღნიშნა, რომ თავად ექსპრეზიდენტიც ელოდება, საქმის განხილვა მალე მოხდეს:
„ჰემოგლობინი არის ძალიან დავარდნილი, ადამიანი არის ძალიან სუსტად, ფეხზე ვეღარ დგება, გუშინ რომ დავინახე, ისე აქვს დაწვრილებული – პატარა ბავშვივით, ზუსტად ამიტომ ვეღარ დგება, იმ ფეხებზე ვეღარ დგება. ახლა, ამ მომენტში, მოსამართლეს ვთხოვთ, რომ პროცესი დააჩქაროს. თვითონაც ამის იმედი აქვს, ელოდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს განხილვა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ანდრეი კასიანოვი: შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით
ქართველი დიპლომატები სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ
როდის იმსჯელებს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მოსამართლე – რას ამბობს ადვოკატი