პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ ტემპერატურა და მაღალი წნევა ჰქონდა. ამის შესახებ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივა მედთან“ შვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
„სიცხე და მაღალი წნევა ისევ აქვს. გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს. კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს.
გუშინ პირდაპირ დამანახა, ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა.
ვითხოვთ, ამ იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს და შესაძლებლობა მიეცეს, ჯანმრთელობა აღიდგინოს, დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა სტრასბურგიდან, ეს მოლოდინი მაქვს. არ ვიცი, რა იქნება და რა შედეგს მივიღებთ“, – თქვა გიული ალასანიამ.
ალასანია სააკაშვილზე: „ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა“
მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო, საგარეომ ნორვეგიის ელჩი დაიბარა