ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ის კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა.
სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც 40 კგ აქვს დაკლებული – გიული ალასანია სააკაშვილზე
როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, სააკაშვილი ძალიან მძიმე ავადმყოფია:
„კიდევ წონა აქვს დაკლებული. სულ ერთი და იგივე მდგომარეობაში წევს და ჯდომაც კი არ შეუძლია ადამიანს. მე, რომ მკითხოთ, ძალიან ცუდად, ძალიან მძიმედ არის. ორი ლუკმა შეჭამა და იმ წუთში გულისრევა დაეწყო. აბა, რანაირი მდგომარეობაა?! ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ავადმყოფია. დილით რომ მოვედი, განწყობილი იყო სასამართლოში წასასვლელად. ფაქტია, რომ ექიმებმა ვერ გაუშვეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.