LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია: სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება არ მომეწონა, სააკაშვილი დაცემული არ არის

239
სალომე და გიული

სალომე ზურაბიშვილის არც ერთი განცხადება არ მომეწონა. სააკაშვილი დაცემული არ არის, ამაშიც არ ვეთანხმები, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანია გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „ეს იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი, რა ფორმით, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს, მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია?“.

გიული ალასანიას თქმით, ფიზიკურად თუ სუსტადაა ადამიანი, ეს დაცემას არ ნიშნავს.

„ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის უკვე დაეცა. ეგრე არ არის და კატეგორიულად არ ვეთანხმები. მე ვიცი ერთი რამ და მგონი ქალბატონმა სალომემაც იცის, ერთ მხარეს არის სიბნელე, მეორე მხარეს – სინათლე. სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები. მეორე მხარეს, სინათლის მხარეს არის დასავლეთი. არჩევანი ამის მიხედვით კეთდება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, რომელ მხარეს დგას სალომე ზურაბიშვილი, გიული ალასანიამ აღნიშნა:

„დასავლეთიდან არის ქალბატონი, იქ არის გაზრდილი და რა ვიცი, რა გითხრათ. დავიღალე ამ მოლოდინებით, მე ველოდები შედეგს. შედეგს როცა დავინახავ, შემდეგ შემიძლია, რაღაცაზე ვილაპარაკო. ვფიქრობ, ქალბატონს საკმარისად კარგი განათლება აქვს მიღებული და მისი კარიერაც შესაფერისია საიმისოდ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. დაველოდოთ შედეგს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ ედუარდ სააკაშვილი მამასთან მოსანახულებლად არ შეუშვეს.

„ჩვენ, ყველა გავხდით მოწმე, რომ ედუარდი არ შეუშვეს. ეს რაღაც სადამსჯელო ღონისძიებას ჰგავს, რადგან ზის დასავლურ არხებზე, პროგრამებში და ლაპარაკობს სიმართლეს. ძალიან ბევრმა ეს დასკვნა გააკეთა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ,  2007-ში სად იყვნენ?

პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე: რას ერჩოდნენ მიშას, რომ აქეზებდნენ? მისი ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები