„მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას – როდის გაეცემა პასუხი მთავარ შეკითხვას? – შეიწყალებს თუ არა ის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ბუტა რობაქიძის მშობლები, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე გამცემლიძის ძმა და სხვა ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეწინააღმდეგებიან, აქციას მართავენ.
ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, არ შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
ამავე თემაზე: