LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალბანეთში Tiktok აკრძალეს

118
thumbs_b_c_4711237dcf4596de4ac82bf4e657d75b

ალბანეთში „ტიკტოკს“ აკრძალავენ და ეს შეზღუდვა მინიმუმ ერთი წელი იმოქმედებს. მიზეზი გასულ თვეს მომხდარი მკვლელობა გახდა, რასაც ბავშვებზე სოციალური ქსელების მავნე გავლენით ხსნიან, წერს The Guardian.

რაც შეეხება გახმაურებულ საქმეს, ის 14 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორი ბიჭი ერთმანეთს სოციალურ მედიაში დაუპირისპირდა და შემდეგ კონფლიქტი ინტერნეტს მიღმა გაგრძელდა. „ტიკტოკზე“ გავრცელდა ბევრი ვიდეო, სადაც მოზარდები ამ დაპირისპირებას მხარს უჭერდნენ და მკვლელობასაც ამართლებდნენ.

შედეგად ქვეყნის პრემიერმა სკოლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გადაწყვიტა და ახალი კანონპროექტის ერთ-ერთ პუნქტს პოპულარული სოც-ქსელის აკრძალვა მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებს სოც-ქსელებთან წვდომას ბევრი ევროპული ქვეყანა უზღუდავს, მათ შორის საფრანგეთი, ბელგია და გერმანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები