LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ ასეთი საჩუქარი ცხოვრებაში არ მიმიღია. სხვათა შორის, აქამდე არ მჯეროდა“ – გიორგი ქოჩორაშვილმა დათო გორგილაძეს პორტუგალიასთან თამაშისას ნაცვამი მაისური უსახსოვრა

369
გიორგი ქოჩორაშვილი და დათო გორგილაძე

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ სტუმარი იყო, სადაც მან ბავშვობაზე, ამჟამინდელ საფეხბურთო კარიერასა და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა.

ეპიზოდის მეორე ნაწილში ფეხბურთელმა გადაცემის ავტორსა და წამყვანს – ჟურნალისტ დათო გორგილაძეს EURO 2024-ის ფარგლებში, პორტუგალიის ნაკრებთან თამაშის დროს ნაცვამი მაისური აჩუქა:

ვიდეო: „ყველაფერი, რაც ბავშვობაში არ მქონდა, დღეს მიბრუნდება და მადლობა ღმერთს.. ღირდა!“ – გიორგი ქოჩორაშვილი დავით გორგილაძის გადაცემაში

„მე შენთვის მაიკა მაქვს საჩუქარი, პორტუგალიასთან რომ მოვიგეთ, ის მაიკა. თან ნათამაშები მაიკა იმიტომ, რომ ორივე ტაიმში სხვადასხვა, ორი მაიკით ვითამაშე. ოღონდ რომელი, რომელია, არ ვიცი…

ვიდეო: „ჩემი შეყვარებული ხშირად მეუბნება, რონალდინიო თამაშის დროს სულ იცინის და შენ რატომ არ იცინიხარო“ – გიორგი ქოჩორაშვილი

პირველი ტაიმის რომელია და მეორესი, ეს არ ვიცი, ერთს ჩემთვის დავიტოვებ“ – ეუბნება ფეხბურთელი დათო გორგილაძეს, საპასუხოდ კი ჟურნალისტმა ემოციური რეპლიკით მიმართა:

„ღმერთო, უფალო, ისმენთ ამას? სერიოზულად, ალბათ ასეთი საჩუქარი ცხოვრებაში არ მიმიღია. სხვათა შორის, აქამდე არ მჯეროდა. ძაან მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღე.“

„მოედნის მიღმაც ისეთივე საინტერესო პერსონაჟია, როგორიც ფეხბურთის თამაშის დროს. შრომისმოყვარეობასთან, ნიჭთან და მიზანდასახულობასთან ერთად, მისი მთავარი იარაღი ინტელექტია“ – დათო გორგილაძე გიორგი ქოჩორაშვილზე

პოპულარულები