ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ სტუმარი იყო, სადაც მან ბავშვობაზე, ამჟამინდელ საფეხბურთო კარიერასა და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა.
ეპიზოდის მეორე ნაწილში ფეხბურთელმა გადაცემის ავტორსა და წამყვანს – ჟურნალისტ დათო გორგილაძეს EURO 2024-ის ფარგლებში, პორტუგალიის ნაკრებთან თამაშის დროს ნაცვამი მაისური აჩუქა:
„მე შენთვის მაიკა მაქვს საჩუქარი, პორტუგალიასთან რომ მოვიგეთ, ის მაიკა. თან ნათამაშები მაიკა იმიტომ, რომ ორივე ტაიმში სხვადასხვა, ორი მაიკით ვითამაშე. ოღონდ რომელი, რომელია, არ ვიცი…
პირველი ტაიმის რომელია და მეორესი, ეს არ ვიცი, ერთს ჩემთვის დავიტოვებ“ – ეუბნება ფეხბურთელი დათო გორგილაძეს, საპასუხოდ კი ჟურნალისტმა ემოციური რეპლიკით მიმართა:
„ღმერთო, უფალო, ისმენთ ამას? სერიოზულად, ალბათ ასეთი საჩუქარი ცხოვრებაში არ მიმიღია. სხვათა შორის, აქამდე არ მჯეროდა. ძაან მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღე.“