„ქართული ოცნების“ ახალმა დეპუტატებმა და სპორტსმენებმა, გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ტალახაძემ მომავალი პრეზიდენტის შესახებ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და თქვეს, რომ ის ღირსეული ქართველი უნდა იყოს და არა ისეთი, „როგორიც დღეს გვყავს“.
„თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მომავალი პრეზიდენტი?“ – ჰკითხა „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დეპუტატებს, რაზედაც მათ ამგვარად უპასუხეს:
„ღარიბაშვილი კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება, მაგრამ არ იქნება, იმიტომ რომ გუნდი სხვაზე სჯერდება“ – მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილებიან
ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავს.
გენო პეტრიაშვილი: „გავიგებთ მალე. ღირსეული ადამიანი, ღირსეული ქართველი და ქვეყნის ერთგული“.
ლაშა ტალახაძე: „ალბათ, პრეზიდენტი ისეთი იქნება, როგორსაც საქართველო იმსახურებს და ეკუთვნის და არა ისეთს, როგორიც დღეს გვყავს“.