LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ ისევ მოგვატყუებენ, ისევ გაგვაჩუმებენ – ამიტომ ვრჩებით ქუჩაში“ – დევნილების განცხადებით, აქციები მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება

67
დევნილები

სანატორიუმ „ქართლში“ ჩასახლებული დევნილების პროტესტის ეპიცენტრი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროა. დღეს გამართულ აქციაზე დევნილებმა განაცხადეს, რომ მათ პრობლემაზე სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუგეგმავს.

საცხოვრებელი კორპუსის ავარიული მდგომარეობის გამო ღია ცის ქვეშ დარჩენილი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 150 ოჯახი კვლავ ჯანდაცვის მინისტრის პასუხის მოლოდინშია.

როგორც დევნილებმა განაცხადეს, ორშაბათს მათ ხელისუფლების წარმომადგენელი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ გამოეყოთ 3 პირი, რომლებსაც პრობლემის გადაწყვეტის მიზნით შეხვდებოდნენ.

იძულებით გადაადგილებული პირები კი ითხოვდნენ, რომ აღნიშნულ ჯგუფის შემადგენლობაში მათ გარდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და იურისტიც ყოფილიყო. რაზედაც უარი მიიღეს.

„რადგან ასეთი შეთანხმება არ შედგა, ალბათ, ისევ მოგვატყუებენ, ისევ გაგვაჩუმებენ, თორემ რაღაც დადებითი რომ ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ, ისინი უარზე არ წავიდოდნენ, ვრჩებოდით მოტყუებული, ასე რომ, ვრჩებით ქუჩაში!“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთი მონაწილემ და დასძინა, რომ აქციები მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.

magti 5g