ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ 7 მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია მივიდა. მისი განცხადებით, ადგილზე ჩაჭრილი იყო გაზი, თუმცა გარდაცვლილებს კუსტარულად ჰქონდათ წყლის გამთბობელი დამონტაჟებული, რაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გახდა.
“4 წუთში სასწრაფო ადგილზე იყო და მათ საკმაოდ მძიმე სურათი დახვდათ. ამ წუთებში მიმდინარეობს მოკვლევა, სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი არის კუსტალურად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი. ჩვენი ინფორმაციით, მათ გაფრთხილება ჰქონდათ მიღებული, ასევე ჩაჭრილი იყო გაზი, თუმცა მათ კუსტარულად ჰქონდათ წყლის გამათბობელი დამონტაჟებული. საკითხზე მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა უწყებებს შორის, თუმცა მეორე საკითხია, პაუხისმგებლობის თემა.
“ალბათ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურდღება ჩვენს ოჯახებში დამონტაჟებულ გაზის გამათბობლებს. საკმაოდ დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით კომუნიკაცია სხვადასხვა უწყებებს შორის და ძალიან მალე ყველა უწყება ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას,” – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.