ახლახან, სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 39 წლის მსახიობს, კრის ჰემსვორტს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვს. „თორის“ ვარსკვლავმა ამის შესახებ გადაღებების პროცესში გაიგო, როცა ექიმებმა მას სხვადასხვა ტიპის გამოკვლევა ჩაუტარეს. დასკვნის თანახმად, 80%-ია იმის შანსი, რომ კრისს ალცჰაიმერის დაავადება განუვითარდეს. ჰემსვორტის ბაბუას ამავე დაავადების დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუსვეს.
„ბაბუას უკვე ბევრი სიტყვა აღარ ახსოვს და წინადადებებს ნიდერლანდურად ასრულებს, რომელიც მისი მშობლიური ენაა“ – ამბობს მსახიობი.
ამის გამო მსახიობი კარიერაში განუსაზღვრელი ვადით პაუზის აღებას აპირებს.
ცნობისთვის, კრისის ამ ეტაპისთვის უკანასკნელი კინოპროექტი, „თორი: სიყვარული და ელვაა“, რომლის პრემიერაც მიმდინარე წლის ზაფხულში შედგა.