სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი” მომხმარებლისთვის საახალწლო აქციას აგრძელებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ყველა, ვინც კუთვნილი ავტომობილისთვის შეიძენს ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს, კომპანიისგან მიიღებს სხვადასხვა ბრენდის 100, 200 ან 300 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს.
”აქცია მომხმარებლებს, საშუალებას აძლევს, ისარგებლონ სხვადასხვა ცნობილი ჰიპერმარკეტის, გამაჯანსაღებელი ცენტრის, ტექნიკის მაღაზიის, ბენზინგასამართი სადგურის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, აქსესუარების ბრენდ მაღაზიებისა და სადაზღვევო კომპანიის სერვისებით”, – განაცხადეს ”ალდაგში”.
გარდა ამისა, ავტოდაზღვევის მფლობელები ალდაგისგან შესაბამისი ნომინალის სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ. მათ ასევე, საშუალება ექნებათ სპეციალური კატალოგის დახმარებით გაეცნონ ინფორმაციას აქციაში მონაწილე ბრენდების პროდუქციისა და სერვისების შესახებ.
“ალდაგის” საახალწლო საჩუქრების ვაუჩერით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა უნდა მიაკითხონ შესაბამის ობიექტს, სალაროსთან კუთვნილი სასაჩუქრე ბარათის წარდგენის შემდეგ, ისარგებლებენ სასურველი მომსახურებით.