პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, თანაგუნდელ, ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტში მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.
„ქართული ოცნების“ ლიდერებთან ელისაშვილისა და იოსელიანს შეხვედრა ერთხელ უკვე ჰქონდათ, სადაც, როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ინფორმაციის გაცვლა, შემდეგ საკითხებზე მოხდა: საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ცესკოს რეფორმირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტის სახით გამოყენება. ეს კი ელისაშვილის პარტიისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების რიგით მეორე შეხვედრაა, თუმცა რაზე ისაუბრებენ ისინი, ჯერჯერობით უცნობია. შეხვედრა ალეკო ელისაშვილს, ლევან იოსელიანს, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შორის 22 იანვარს შედგა.
ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია.
