პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება და პარალელს მისი დაკავების საქმეთან ავლებს.
ალეკო ელისაშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს სოლიდარობას უცხადებს და წერს:
„მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე.
შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმროში „შერატონში“ მოხდა.
გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესეიგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო?
მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს!“ – წერს ალეკო ელისაშვილი.
მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს…
Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on Tuesday 14 January 2025