კალაძე ასეულობით მილიონს იპარავს და არავის არაფერი მოუთხოვია, ვითომ კორუფციას რომ ებრძვიან და ჩანჩურებს იჭერენ… ბანერის დაზიანების გამო, რომ დაუყვლეფია იმ ბანერზე თვალები კალაძეს, ბოტოქსებიანი სიფათით რომ მოგვჩერებია, მაგის გამო იჭერენ ხალხს. წარმოგიდგენიათ, რა ბოდვაში ვცხოვრობთ?! – ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ეს მარაზმი უნდა დავასრულოთ“.
„დაუჯერებელი რაღაცები ხდება. კალაძე იპარავს ასეულობით მილიონს და ამისთვის არავის არაფერი მოუთხოვია, ვითომ კორუფციას რომ ებრძვიან და ჩანჩურებს იჭერენ, სადღაც სატყეოს მოადგილის დამკვრელებს. ამ დროს კალაძე ასეულობით მილიონს იპარავს, მთელი „ქართული ოცნება“ იპარავს და ამის გამო არავინ არავის იჭერს. ბანერის დაზიანების გამო, რომ დაუყვლეფია იმ ბანერზე თვალები კალაძეს, ბოტოქსებიანი სიფათით რომ მოგვჩერებია, მაგის გამო იჭერენ. წარმოგიდგენიათ, რა ბოდვაში ვცხოვრობთ?! მარაზმია სადაც აღმოვჩნდით, ეს მარაზმი ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ელენე ხოშტარია: „სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ბოროტმოქმედ სისტემასთან, დაუშვებელია… მოიგონეს, ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, უნდა ვანახოთ, რომ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“
„ყველა მოქალაქემ, ყველა აქტივისტმა, ყველა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ სისტემასთან მარტო არ დავტოვებთ“ – აღნიშნულია ელენე ხოშტარიას წერილში.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. მომხდარის გამო ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს.