LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა

39

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა, თბილისის საკრებულო დატოვა.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნულის მიზეზად საკრებულოში 29 სექტემბერს განვითარებული მოვლენები დაასახელა.

„ 29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხისა და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო. დაჩქარებულად, ფაცი-ფუცით, ყოველგვარი განხილვის, მსჯელობის, არგუმენტების გარეშე, თბილისის საკრებულომ ერთ ადამიანს დაურტყა ყველაფერზე ბეჭედი და მისცა ყველაფრის ნება. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამას დაერთო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ამაზრზენი საქციელი, როდესაც მან პოლიციური რაზმები გამოიძახა, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე განსხვავებული მოსაზრების მქონე ოპონენტებისათვის ტრიბუნა დაეთმო და ამის შემდეგ მოაწყო საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შეიძლება, არასერიოზულად ჟღერდეს ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობის დასრულებამდე სამი კვირით ადრე მის მიერ საკრებულოს დატოვება, მაგრამ ეს მომხდარ მოვლენებზე რეაქციაა.

ელისაშვილმა მოუწოდა კოლეგებს, ვისაც აქვს ღირსების განცდა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დატოვონ თბილისის საკრებულო.

როგორც ის ამბობს, საკრებულოს დატოვების შესახებ მას განცხადება უკვე დაწერილი აქვს და საკრებულოს თავმჯდომარეს ჩააბარებს.

mazda magti 5g