ალექს უორენმა მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით – Wildchild დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ დისკი დღის სინათლეს, 28 აგვისტოს იხილავს.
ალბომში შევა უკვე გამოშვებული ჰიტები: Fever Dream და Fine Place to Die. ალბომის მომდევნო სინგლი, Passenger 5 ივნისს გამოიცემა.
ალბომი საერთო ჯამში, 13 სიმღერას გააერთიანებს.
ალექს უორენის ახალი სიმღერის კლიპში პერის ჰილტონი მონაწილეობს
აღსანიშნავია, რომ მომღერალმა სიახლე იუმორისტული ვიდეოთი გააზიარა, რომელშიც მსახიობი და კომიკოსი, კევინ ჯეიმსი მონაწილეობს.
ცნობისთვის, ალექს უორენის მომავალი მუსიკალური პროექტი 2025 წლის წარმატებულ დებიუტს – You’ll Be Alright, Kid მოჰყვება.