LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრ ლუკაშენკო: „ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას, ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ – ისინი მთელი ცხოვრება ქალებს აკვნიდან უყურებდნენ“

188
ალექსანდრ ლუკაშენკო

„საქართველოს სურს გამჭვირვალობა შესაბამისი კანონის მიღებით, დასავლეთი კი ამისთვის ქვეყანას ანადგურებს“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

სააგენტო „ბელტას“ ცნობით, მათ [ქართველების] სურთ გამჭვირვალობა თავიანთ ქვეყანაში: როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში.

„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“ – მარგარიტა სიმონიანი

„შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე მიიღო. უფრო მეტიც, ერთი ერთში გაიმეორეს ის, რაც ამერიკაშია და ეს კიდევ უფრო რბილადაც კი გააკეთეს.

წინასწარ გაიარეს კონსულტაცია. მაგრამ ბიძია ჯომ ან კიდევ ვინმემ ევროკავშირში გაიღვიძეს და ისე ვერ იფიქრეს, ისე ვერ შეხედეს. ისინი ანადგურებენ ქვეყანას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ, თუმცა, „რუსეთს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ამ ქვეყანაში ხდება“.

„ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას. ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ. დიახ, არ მიიღებენ ამას ქართველები. ისინი მთელი ცხოვრება ქალებს უყურებდნენ, აკვნიდან“. – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მარია ზახაროვა – „აშშ საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა – შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g