LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრა პაიჭაძე: „გოგა ხაინდრავამ ჩემთან კაცური სიტყვა გატეხა…“

2498
paichadzexaindrava

მოდელი, ტელეწამყვანი, ალექსანდრა პაიჭაძე იხსენებს ეპიზოდს, როდესაც მონაწილეობა მიიღო გოგა ხაინდარავას სერიალში „ჰეროკრატია“. მოდელი აღნიშნავს, რომ რეჟისორმა მისთვის მიცემული კაცური სიტყვა გატეხა და გადაღებული შიშველი კადრები სერიალში მოახვედრა.

ალექსანდრა პაიჭაძე:

„გოგა ხაინდრავამ დაარღვია ყველა შეთანხმება, რაც მე მქონდა მასთან. უბრალოდ, კაცური სიტყვა გატეხა, როდესაც მითხრა, შენ მოიქეცი, როგორც პროფესიონალი ჰოლივუდელი მსახიობი, იარე შიშველმა ოთახში, არ შეიბოჭო, რადგან ბუნებრივი ქცევა მჭირდებაო. მე, როგორც გამოუცდელი მსახიობი, მივენდე მის, როგორც კაცის და რეჟისორის სიტყვას, რომ არ ჩასვამდა მკერდმოშიშვლებულ კადრებს. გამოვიდა სერიალი და ვნახე, რომ ჩემი მკერდმოშიშვლებული კადრები წერდა ძალიან კარგ რეიტინგს. ეს ჩემი პირველი შიშველი კადრები იყო და საერთოდ არ მსურდა… ვნანობ, რომ სამართლებრივი რეაგირება არ მქონდა. ეთქვა და იქნებ, არ ვიყავი წინააღმდეგი, ან სხვა ჰონორარს მოვითხოვდი?!. უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა არაკაცურად გატყუებენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები