LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა

114

ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროდან წავიდა. მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, მინისტრის მოადგილეები ხელახლა დაინიშნენ, თუმცა ბარამიძე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აღარ დანიშნულა. ის ამ პოსტზე მიხეილ სარჯველაძემ შეცვალა.

როგორც მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან წავიდა, რაც პირადად მისი და მინისტრის ორმხრივი გადაწყვეტილებით მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g