LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე გზირიშვილი შესაძლოა, მამის “კლანთან” კავშირის დამსახურებით მოსამართლედ დაინიშნოს: ჯანეზაშვილი

62
ნაზი ჯანეზაშვილი

“ალექსანდრე გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე გასაუბრებაზე გუშინ გავიდა და სავარაუდოდ, ის მოსამართლე გახდება. რა არის აქ პრობლემა – ლევან გზირიშვილის ხმას და მხარდაჭერას “კლანისთვის” ძალიან ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.” – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ნეპოტიზმის შესაძლო ფაქტზე საუბრობს.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლედ შესაძლოა, სწორედ მამის, ლევან გზირიშვილის წრესთან კავშირის დამსახურებით დაინიშნოს.

ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა არ უკავშირდება ალექსანდრე გზირიშვილის კომპეტენციას და მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასამართლო სისტემაში კონკურენცია არ არსებობს:

“ალექსანდრე გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე გასაუბრებაზე გუშინ გავიდა და სავარაუდოდ, ის მოსამართლე გახდება. რა არის აქ პრობლემა – ლევან გზირიშვილის ხმას და მხარდაჭერას „კლანისთვის” ძალიან ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო იყო უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების პირველი ეტაპი, კონკურსის შედეგად წარდგენილი კანდიდატები, სადაც სახალხო დამცველმაც თქვა, რომ ჩანდა შეთანხმებულები იყვნენ საბჭოს წევრები, როდესაც მხარი დაუჭირეს ამა თუ იმ კანდიდატს წარდგენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ლევან გზირიშვილმა მთელი 4 წელი გამოიყენა იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა „კლანისთვის” თუნდაც იმ სიჩუმით, რომლითაც ის გამოირჩეოდა.” – განაცხადა მან.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ამის შედეგად, 4 წლის თავზე, როცა არამოსამართლე წევრების ძალიან დიდ ნაწილს ივნისში ვადა ამოეწურება, ლევან გზირიშვილი ბენეფიტად, სავარაუდოდ, თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას მიიღებს:

“მოგვიანებით ის ალბათ უვადო მოსამართლეც გახდება. საუბარია ხანგრძლივ სარგებელზე, მისი შვილი შეიძლება 2053 წლამდე გახდეს მოსამართლე თუ ის უვადოდ დაინიშნება თანამდებობაზე, რასაც ვფიქრობ, არაფერი შეუშლის ხელს. პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ივნისში ეწურებათ უფლებამოსილების ვადა, მათ შორის მეც და ეს არის ერთგვარი დემონსტრაციული მესიჯი „კლანის” მხრიდან მომავალი არამოსამართლე წევრების მიმართ. ანუ, თუ ისინი იქნებიან „კლანის” მხარდამჭერები, ჩუმად და ლოიალურები „კლანის” მიმართ, მოსამართლე „კლანის” მხრიდან სარგებელს მიიღებენ. სარგებელი შეიძლება იყოს თანამდებობა და სხვა რამეც.” – თქვა ჯანეზაშვილმა.

მისი განცხადებით, გზირიშვილის შემთხვევა ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კორუფციაც კი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები