მამალს ალექსანდრე ჯეჯელავასთვის პოზიტიური იმიჯი აქვს და ფიქრობს, რომ 2017 წელი მისთვის ხელსაყრელი და სასიკეთო იქნება.
“მამალთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. პოზიტიურია მგონი, მამლის იმიჯი – ადრე ამდგარი, მხნე, სხვების გამამხნევებელი, განათლებაშიც გამოგვადგებოდა ეს ამბავი. მე დილის პიროვნება ვარ, 6 საათზე ვიწყებ დღეს და მგონია, რომ შეიძლება, ამ მიზეზით მომავალი წელი ჩემთვისაც ხელსაყრელი და სასიკეთო იყოს”,-განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.