LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ლორთქიფანიძე: საქართველოში ქართველების პირველადი საკომუნიკაციო ენა უნდა იყოს ქართული. 2 X 2 = 4.

128
ჰჯლკ

ტელეწამყვანი და ინტელექტუალური კლუბის წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში უცხოელებთან საკომუნიკაციოდ ქართული ენის გამოყენების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„საქართველოში ქართველების პირველადი საკომუნიკაციო ენა უნდა იყოს ქართული. 2 X 2 = 4. არ აქვს მნიშვნელობა ვისაც ვესაუბრებით რუსია, ინგლისელი თუ ესვატინელი.

როდესაც უცხო ადამიანს მივმართავთ და არ ვიცით მისი ეროვნება, პირველი კომუნიკაცია უნდა შედგეს ქართულად. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვა ენაზე გადასვლა. ყველაზე მიუღებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში სხვა ენაზე მოგმართავენ და გიწევს იმეორო ფრაზა “ქართველი ვარ”, რათა თანამემამულე მშობლიურ ენაზე დაგელაპარაკოს.

განსაკუთრებით სამომხმარებლო სექტორში დგას ამის პრობლემა და ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ კაფე-რესტორნებისა თუ სხვა დაწესებულებების მფლობელებმა!

მკაფიოდ არაქართული ვიზუალის მქონე ადამიანებსაც პირველად მივმართავ ქართულად და მხოლოდ ამის შემდეგ იმ საერთო ენაზე, რაც ორივეს გვესმის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენთვის ენაა სწორედ ის უმთავრესი, რაც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას. ენა და კულტურა. სადაც ისმის ქართული – იქაა ქართველი და საქართველო.

“ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების” – “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, გიორგი მერჩულე“, – წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g