LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, მან დაარწმუნა ვლადიმერ პუტინი, არ „გაენადგურებინა“ ვაგნერის ჯგუფი და ევგენი პრიგოჟინი

165
Untitled design

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ მან დაარწმუნა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, არ „გაენადგურებინა“ ვაგნერის ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.

ლუკაშენკომ ისაუბრა მოლაპარაკებების შესახებ და თქვა, რომ შეთანხმების  შესაბამისად, პრიგოჟინი მის ქვეყანაში იმყოფება.

„მტრებს სურდათ, რომ რუსეთი სისხლიან დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, მაგრამ ვერ გათვალეს” – პუტინის მიმართვა

„ყველაზე საშიში, როგორც მე მესმის, არის არა ის, თუ როგორი იყო სიტუაცია, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მისი შედეგები. მე ასევე მივხვდი, რომ მიღებულ იქნა მკაცრი გადაწყვეტილება – განადგურება. პუტინს ვთავაზობდი არ აჩქარებულიყო: „მოდით ვისაუბროთ პრიგოჟინთან, მის მეთაურებთან“, – თქვა ლუკაშენკომ.

როგორც ლუკაშენკო აცხადებს, მას პუტინმა უთხრა – „მისმინე ალექს, ეს უსარგებლოა. [პრიგოჟინი] ტელეფონსაც კი არ იღებს, არავისთან საუბარი არ სურს“. მაგრამ ლუკაშენკომ თქვა, რომ მოახერხა პრიგოჟინის ხელში ჩაგდება და გააფრთხილა ის, რომ „ბუზივით გაანადგურებდნენ“, თუ „ვაგნერის“ ჯარები მოსკოვისკენ წინსვლას გააგრძელებდნენ.

ლუკაშენკომ მოლაპარაკებებზე საუბრისას თქვა, რომ პრიგოჟინთან უხეში საუბარი ჰქონდა გინების ლექსიკით: „იყო 10-ჯერ მეტი გინება (მე მოგვიანებით გავაანალიზე), ვიდრე ჩვეულებრივი ლექსიკა“.

ამავე თემაზე:

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ – არავინ აპირებს ჩაბარებას“ – ევგენი პრიგოჟინი

„თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ ამბოხში“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მებრძოლებს მიმართავს

ფოტოები: „სამხედროებით და ტანკებით პარალიზებული როსტოვი“ – რა ხდება ქალაქში, რომელიც არსებული ცნობით, „ვაგნერმა“ დაიკავა

ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

„სანამ გენშტაბის უფროსი და შოიგუ არ მოვლენ, აქ ვართ“ – ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

„ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო“ – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა