ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადასცეს. ინფორმაციას ნავალნის პრესსპიკერი, კირა იარმიში ავრცელებს.
„დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ არ ვიცით, ჩაერევა თუ არა ხელისუფლება ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება“, – აცხადებს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.