LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი ნავალნის ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა

103
FORTUNA.GE-

ექიმი, რომელიც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ რუსეთში მკურნალობდა, გარდაიცვალა.

ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მადგილე სერგეი მაქსიმიშინი 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ინფორმაციას, საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.

“სინანულით გაცნობებთ, რომ ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის საკითხებში, ომსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განყოფილების ასისტენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგეი მაქსიმიშინი მოულოდნელად გარდაიცვალა.” – წერია საავადმყოფოს განცხადებაში, რომელშიც ექიმის გარდაცვალების მიზეზი ნახსენები არ არის.

 

 

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ, მისი თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკში და პოლიტიკოსი 20 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოს მწვავე მოწამვლის განყოფილებაში მოათავსეს. სწორედ მაშინ მკურნალობდა ნავალნის მაქსიმიშინი.

მოგვიანებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ რუსეთში დააპატიმრეს, რამდენიმე დღის წინ კი სასამართლო პროცესი გაიმართა, შედეგად მას პირობითი მსჯავრი რეალური პატიმრობით შეეცვალა და სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლოში ნავალნის საქმის განხილვა გრძელდება, პარალელურად კი მის მხარდამჭერებს აკავებენ

დღეს რუსეთში ნავალნის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება, მას ცილისწამებაში სდებენ ბრალს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნიმ ცილი დასწამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პუტინის მხარდამჭერ სარეკლამო ვიდეორგოლში – ვეტერანი მხარს უჭერს ქვეყანაში მთავრობის მიერ განხორცილებულ რეფორმებს.

ნავალნიმ ვიდეორგოლში მონაწილე ადამიანებს მოღალატეები, უსინდისოები და კორუმპირებული ლაქიები უწოდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g