LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა

36
ალექსეი ნავალნი

მსჯავრდებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ გაუარესდა, მან წონაში 8 კგ დაიკლო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ალექსეი ნავალნის Twitter-ზე ვრცელდება.

“ყველა მოშიმშილე პატიმარი უნდა აიწონოს, ნავალნიც აწონეს. დოკუმენტების თანახმად, კოლონიაში ის 93 კგ შევიდა და ახლა 85 კგ-ს იწონის, თუმცა, მასთან ექიმის ისევ არ უშვებენ, ნავალნი წონის კლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მას დაძინების საშუალებას აძლევენ და ღამით ყოველ საათში აღვიძებენ. ის ამას წამების ფორმას უწოდებს. მანამდე ალექსეიმ შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ მას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. ოპოზიციონერი ზურგისა და ფეხის არეში ტკივილს უჩიოდა,” – ნათქვამია ნავალნის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოსში, რუსეთში, “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს, რის შემდეგაც რუსი ოპოზიციონერი სამკურნალოდ რუსეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს, ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ კი, რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერს “ივ როშეს საქმეზე” პირობითი სასჯელი წესების დარღვევის გამო, რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g