LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი ნავალნისთან ადვოკატს არ უშვებენ

76
ალექსეი

სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.

მას შემდეგ რაც თვითმფრინავ შერემეტიევოს აეროპორტში დაეშვა, ნავალნი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ დრომდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ხიმკის განყოფილებაში ჰყავთ მოთავსებული.

ამის შესახებ ცნობა 18 იანვრის დილით გაავრცელეს ნავალნის ორმა თანამებრძოლმა – “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დირექტორმა”, ივან ჟდანოვმა და ნავალნის პრესმდივნმა, კირა იარმიშმა.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთის ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს: ნატალია ზვიაგინა

პოლიციის ხელმძღვანელობა უარს ამბობს ნავალნისთან მისი ადვოკატის შეშვებაზე.

ნავალნი ფსიქოლოგიურად მზად იყო, რომ მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავებდნენ, თუმცა მეგობრები შიშობენ, რომ მისი ჯანმრთელობა შესაძლოა გართულდეს, რადგან ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო.

მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში არსებული პირობები მის ჯანმრთელობაზე შესაძლოა, ცუდად აისახოს.

რუსეთის ხელისუფლების ასეთმა ნაბიჯმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.

44 წლის ალექსეი ნავალნი, გასული წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში  „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. მან გერმანიაში მკურნალობის ოთხთვიანი კურსი გაიარა.

მაიკ პომპეო ალექსეი ნავალნის დაკავებას გმობს

ალექსეი ნავალნი მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს: რუსეთის პენიტენციური სამსახური დაკავების მიზეზს განმარტავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g