LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალერგია ბავშვებში: ის, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

6751

ექიმ-ალერგოლოგებს მშობლები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ჩივილით. განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები გაოცებულები არიან ბავშვებში ალერგიული სიმპტომების გამოვლენით. ბევრი მიიჩნევს, რომ თუ მათ არ აქვთ ალერგია, ბავშვსაც ის არასოდეს შეაწუხებს. სხვადასხვა მოსაზრებით, ალერგიას განაპირობებს ოჯახში ცხოველების ბეწვი, საკვები ნივთიერებები, მტვერი და სხვა. დღემდე დადგენილი არაა, რეალურად რა იწვევს ალერგიას ბავშვებში. მიჩნეულია, რომ დიდწილად ალერგიის ფაქტორებს განაპირობებს დაბინძურებული ჰაერი, ქიმიის გამოყენება და ბევრი უცხო დანამატი საკვებ პროდუქტში. მოდით გავიაროთ ეს საკითხი დეტალურად.

  1. პირველი, რაც ალერგიას განაპირობებს, ესაა გენეტიკური ფაქტორი. თუ მშობლებიდან რომელიმეს ალერგია აწუხებს, დიდი ალბათობით ბავშვიც ალეგიული იქნება.
  2. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მომავალი დედის კვების რაციონია. ორსული დედა, რომელიც ეტანება ცხარე კერძებს, ციტრუსებსა და ზღვის პროდუქტებს. ხშირად ალერგია თავს იჩენს დაბადების პირველივე დღეებში, ხშირია ძროხის რძის ცილის აუტანლობა. ამ დროს ბავში ცუდად იმატებს წონაში და საკვებს ვერ იღებს. ამ დროს პედიატრს ის ჰიპოალეგიულ კვებაზე გადაყავს. ცოტა მოზრდილ ბავშვებში ალერგია ვლინდება მაშინაც, როცა დამატებითი კვება არასწორად იწყება. მაგალითად, როცა დროზე ადრე შეყავთ რაციონში მარწყვის ფაფა, რომელიც ძალზედ ალერგიულია და ერთ-ერთ აგრესიულ ალერგენს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია დროულად მოვახდინოთ ალერგიის დიაგნოსტიკა, რათა პროცესმა არ მიიღოს უმართავი ხასიათი და არ გადაიზარდოს ასთმაში. მშობელმა დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება გამონაყარზე, განსაკუთრებით სახისა და მუცლის არეში. ხშირად ეს გამონაყარი კანის სიწითლეში, ანუ ატოპიურ დერმატიტში გადადის. ამ დროს მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმ-ალერგოლოგს, რათა პროცესმა არ დააზიანოს ზედა სასუნთქი გზები.

კატეგორიულად დაუშვებელია თვითმკურნალობა. მხოლოდ ექიმს შეუძლია დასვას სწორი დიაგნოზი, თუნდაც ყველაზე გავრცელებულ, კვებით ალერგიაზე. უკვე კვალიფიკაციის შემდეგ ექიმი იწყებს მკურნალობის პროცესს, რომელსაც მოყვება ცხოვრების რეჟიმის შეცვლაც. მშობლები, რომლებსაც ჰყავთ ალერგიული ბავშვები, უნდა მოერიდონ ოჯახში ცხოველებს, გაზაფხულზე მცენარეებთან კონტაქტს, მოწევას ბავშვის თანდასწრებით, შეიძინონ მხოლოდ ნატურალური ქსოვილის  თეთრეული და სამოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g