LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიბაბა და ბარსას ბიჭები: კატალონიაში ზღაპრული ცხოვრება იწყება

38

Alibaba Group შესაძლოა „ბარსელონას“ ახალი სატიტულო სპონსორი გახდეს და მაისურებზე გამოჩნდეს.
კატალონიაში ცხოვრება კიდევ უფრო ზღაპრული გახდება.

„ბარსელონა“ მოლაპარაკებებს განაგრძობს რიგ პოტენციურ სპონსორებთან.
ფავორიტი გახდა ჩინური კომპანია Alibaba Group, რომელიც ელექტრონული კომერციითაა დაკავებული. თუ შეთანხმება შედგა Alibaba Group კატალონიურ გრანდის მაისურებს 2017-21 წლებში დაამშვენებს.
მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ელექტრონული ვაჭრობის გიგანტებთან Amazon და Rakuten-თან, თუმცა მათი დაინტერესება ბოლო დროს შემცირებულია.

Qatar Airways „ბარსელონას ერთ-ერთ სპონსორად 2021 წლამდე დარჩება, თუმცა ყატარული ავიახაზების სახელწოდება საკლუბო ფორმიდან სავარაუდოდ გაქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები