ყველაზე მდიდარ აზიელს ”მილანის” ყიდვა უნდა.
”როსონერი” შესაძლოა კომპანია Alibaba Group-ის ხელში აღმოჩნდეს.
”მილანს” თვალი ჯეკ მამ დაადგა, რომელიც ”გუანჯოუ ევერგრანდის” თანამფლობელია. პოტენციური მყიდველები სილვიო ბერლუსკონისგან პასუხის მიღებას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ. დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩინელი ინვესტორები ”მილანის” აუდიტს ჩაატარებენ და გარიგებას ივნისში დაასრულებენ. Repubblica-ს ინფორმაციით, აქციების 70% დაუყონებლივ გადავა ახალი მფლობელის ხელში, დანარჩენი 30% კი წლის განმავლობაში.
ჯეკ მას უკვე აქვს რამდენიმე პროექტი მილანური კლუბისთვის: სტადიონის მშენებლობა და მარჩელო ლიპის მიწვევა ტექნიკური დირექტორის პოსტზე.
მა – კომპანია Alibaba Group დამფუძნებელია. 51 წლის აზიელის ქონება 33,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის აზიაში ყველაზე მდიდარია, მსოფლიოში კი მეთვრამეტეა.