LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიევი ევროპასთან ინტეგრაციაზე უარს აცხადებს – “არავის დახმარება არ გვჭირდება”

56

ევროპაში გამეფებული „დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის“ ფონზე აზერბაიჯანს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებას არ გეგმავს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„ისმოდა განცხადებები, რომ ჩვენთვის აუცილებელია ევროპასთან ინტეგრაცია. მე უარს ვამბობ, არ არის საჭირო ინტეგრაცია, განსაკუთრებით კი დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პერიოდში,“ – აცხადებს ალიევი.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპა აზერბაიჯანის საქმეებში არ უნდა ერეოდეს.

„ჩვენ არასოდეს არავინ დაგვხმარებია. რასაც მივაღწიეთ, ყველაფერი საკუთარი ძალებით შევძელით. არ გვჭირდება არავის დახმარება და ჩვენს საქმეებში ნუ ჩაერევიან,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები