LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიშა ქისმა 8 წლის შვილთან ერთად დუეტი შეასრულა (ფოტო/ვიდეო)

314
alisia1503_zahod

ლოს-ანჯელესმა, iHeartRadio Music Awards-ს უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთ ემოციურ და დასამახსოვრებელ ნომრად ალიშა ქისისა და მისი 8 წლის ვაჟის, იჯიპტის დუეტი იქცა. დედა-შვილმა Microsoft Theater-ის სცენაზე სიმღერები Raise a Man და You Don’t Know My Name შეასრულეს.

სცენაზე ბიჭუნას გამოჩენას არავინ ელოდა, რის გამოც დარბაზი მხურვალე ოვაციებმა მოიცვა. 38 წლის შემსრულებლისა და ჰიპ-ჰოპ არტისტის, Swizz Beatz-ის პირველმა შვილმა, დედას ფორტეპიანოს აკომპანიმენტი გაუწია.

აღსანიშნავია, რომ პერფორმანსამდე იჯიპტი მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად შოუს თვალს დარბაზიდან ადევნებდა.

ამასთან, აღმოჩნდა, რომ იჯიპტის მსგავსად საზოგადოების ყურადღება, 4 წლის ჯენესის ალიმაც მიიქცია, რადგან პატარა ტეილორ სვიფტს ,,ეფლირტავებოდა”.

https://www.instagram.com/p/BvDZ5VJAsqK/?utm_source=ig_share_sheet&igshid=10y19o81s0lzk

როგორც მოგვიანებით ალიშამ განმარტა, 29 წლის მომღერალი მისი მეორე ვაჟის ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია.

შეგახსენებთ, რომ ალიშა ქისს საღამოზე სპეციალური, ,,ინოვატორის ჯილდო” გადასცეს.

ტეილორ სვიფტი, კეტი პერი, Backstreet Boys – iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები