American Idol-ის 24-ე სეზონის ფინალურ შოუზე, რომელიც 11 მაისს გაიმართა, მოულოდნელი პერფორმანსი შედგა.
მაყურებელმა სცენაზე რეისა და ალიშა ქისის შთამბეჭდავი დუეტი იხილა საკულტო სიმღერაზე – Fallin’, რომელიც ამ უკანასკნელის სადებიუტო სინგლია.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენა სწორედ ალიშა ქისის სადებიუტო სინგლისა და ალბომის, Songs in A Minor 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კრიტიკოსებმა ორი თაობის არტისტის გამოსვლას ვოკალური ქიმიის მასტერკლასი უწოდეს. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ მათ ერთობლივად ახალი სიმღერაც უნდა ჩაწერონ.
ცნობისთვის, ალიშა ქისი მუსიკალურ ასპარეზზე სიმღერით – Fallin’, 2001 წლის 28 მარტს გამოჩნდა. ტრეკი წინ უძღოდა მომღერლის სადებიუტო სტუდიურ ალბომს – Songs in A Minor, რომლის რელიზი იმავე წლის 26 ივნისს შედგა.