LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიშა ქისი 2 თვეში ახალ ალბომს გამოუშვებს

109
photo-collage.png (75)

ალიშა ქისმა ახალი ალბომი დააანონსა, რომელიც დაახლოებით 2 თვეში გამოვა. მომღერალმა ეს სიახლე მოულოდნელად, თავისი შვილის, ჯენესისის ონლაინ სტრიმის დროს გააჟღერა.

არტისტი შვილის პირდაპირ ეთერს შეუერთდა და ფანებს გაუზიარა, რომ ახალი დისკი მზადების ბოლო ეტაპზეა.

შემსრულებლის თქმით, ალბომი დაახლოებით 2 თვეში გამოიცემა, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ცნობისთვის, თუ არ ჩავთვლით 2022 წლის საშობაო ალბომს, მომავალი მუსიკალური პროექტი იქნება ალიშა ქისის პირველი სრული სტუდიური ალბომი 2021 წლის შემდეგ, რაც მისი შემოქმედების ახალ ერას აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები